Uploaded June 2013 | Updated November 2026, 3 hours ago
ბავშვობა საზღვრებში
სინოფსისი: თბილისიდან 270 კილომეტრში, სოფელ ეწერში მდებარე # 15 საჯარო სკოლას ამ სახელით არავინ იცნობს. მას „სპეცსკოლად" მოიხსენიებენ.
ე.წ. „გამოსასწორებელში" - 11 რთულად აღსაზრდელი მოსწავლე ცხოვრობს. საზოგადოებისათვის უცნობი ბავშვების ჩამოყალიბების პროცესი იზოლირებულ სივრცეში ხდება. სკოლა და საცხოვრებელი შენობის მესამე-მეოთხე სართულზე მდებარეობს. ცხრაკლასიანი სასწავლებლის დასრულების შემდეგ ბავშვებზე სკოლის პასუხისმგებლობა აღარ ვრცელდება.
ფილმი სამი მოზარდის ისტორიას მოგვითხრობს.. 16 წლის გიორგის, რომელიც უკვე სამი წელია სამტრედიის სკოლაში ცხოვრობს და სწავლობს.. პატარა რიკარდოს, რომელიც ყველაფერში გიორგის ბაძავს და ლიდერობაზე ოცნებობს.. და აჩიკოს, რომელიც გიორგისთან მუდმივ კონფლიქტშია .
ისტორია
ქალაქ სამტრედიის სკოლა-პანსიონი 1966 წელს დაარსდა და საქართველოში დღემდე ერთადერთი სპეცსკოლაა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სკოლაში 9-15 წლამდე სამართალდამრღვევი ბიჭები იგზავნებოდნენ და 18 წლამდე რჩებოდნენ. ამჟამად, სკოლაში მოსახვედრად კრიმინალი გადამწყვეტ კრიტერიუმს აღარ წარმოადგენს.
მშობლის ნებართვით, #15-ე საჯარო სკოლაში ნებისმიერი რთული ქცევის ბავშვი შეიძლება მოხვდეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ამ დროისათვის, სკოლაში მიღების მკაცრად განსაზღრული კრიტერიუმები არ აქვს. გარდა ამისა, ბავშვები პანსიონში 18 წლამდე აღარ რჩებიან. სკოლა მხოლოდ 9 კლასის განათლებას უზრუნველყოფს.